Sunday, November 3, 2013

გეომეტრიული ფიგურები ორ ჯგუფად იყოფა:ბრტყელი და სივრცული.
ბრტყელი ფიგურებია:სამკუთხედი,ოთხკუთხედი,კვადრატი,მართკუთხედი,წრე...
სივრცული ფიგურებია:პრიზმა,კუბი,ცილინდრი,კონუსი,პირამიდა,ბირთვი...
სამკუთხედს აქვს სამი წვერო,სამი გვერდი.ოთხკუთხედს აქვს ოთხი წვერო,ოთხი გვერდი. კვადრატი ისეთი ოთხკუთხედია, რომლის ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია. მართკუთხედი ისეთი ოთხკუთხედია, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია და ტოლია.
პრიზმა სივრცითი ფიგურაა, რომლის წახნაგები მართკუთხედებია, მას აქვს 6 წახნაგი, 12 წიბო და 8 წვერო. კუბი სივრცითი ფიგურაა, რომლის წახნაგები კვადრატებია. მასაც, ასევე, აქვს 6 წახნაგი, 12 წიბო და 8 წვერო. პირამიდა სივრცითი ფიგურაა, რომლის წახნაგები სამკუთხედებია, მას აქვს 4 წახნაგი და 5 წვერო. ბირთვი სივრცითი ფიგურაა, რომელსაც სფეროს ფორმა აქვს. ცილინდრს, კონუსსა და ბირთვს არა აქვთ წახნაგები, წიბოები და წვეროები. ამ თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევა ბირთვი–ის შეიძლება ,,გაგორდეს'' ნებისმიერი მიმართულებით. ალბათ, ამ თვისებების გამოა პოპულარული ისეთი თამაშები, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი და მისთ. ბირთვის ამ თვისებას დიდი გამოყენება აქვს არა მხოლოდ თამაშებში, არამედ ტექნიკაშიც. ველოსიპედის, ავტომანქანის მრავალ ნაწილს აქვს ბირთვის ფორმა, და, რაც მთავარია, დედამიწას, მზეს, მთვარეს და სხვა პლანეტებსაც აქვთ ბირთვის ფორმა.
გეომეტრიულ ფიგურებს შეიძლება შევხვდეთ ყოველდღიურ ყოფა–ცხოვრებაში. სურათის ჩარჩო კვადრატის ან მართკუთხედის ფორმისაა. ადამიანის სახე, ყვავილის გვირგვინი, ბურთი და ა.შ. წრის ფორმისაა. საჩუქრის კოლოფი, შოკოლადის ნაკრები, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ა.შ. პრიზმის ფორმისაა. კამათელს კუბის ფორმა აქვს. ჩამოსასხმელი ნაყინი კონუსის ფორმისაა. ბირთვის ფორმა აქვს ბურთს, საზამთროს, ვაშლს და ა.შ. პირამიდებს ეგვიპტის პირამიდების ფორმა აქვთ, სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა. გეომეტრიული ფიგურები მრავლად შეიძლება შეგვხვდეს არქიტექტურულ ნაგებობებში, ეკლესია–მონასტრებში, ციხე–სიმაგრეების ისტორიულ ნიმუშებში და ა.შ. 

5 comments:

  1. თქვენის ნებართვით ამ სტატიას წავიღებ ჩემს ბლოგზე :)

    ReplyDelete
  2. ფორმულებიც რო დგეწერათ უფრო მრავლისმთქმელი იქნებოდა და წახნაგებს წიბოებს და წვეროებს ჩვენც დავითვლით.

    ReplyDelete
  3. Zd zd zd ZDNet the weather is

    ReplyDelete